მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი - დოკუმენტური ფილმი ,,მუჰაჯირების გზა“
კინოთეატრ ამირანში ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი (SPG-22-746) -დოკუმენტური ფილმი ,, მუჰაჯირების გზა“ პრეზენტაცია. ფილმი განიხილავს იმ კვალს, რომელიც კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის იძულებით გადასახლებამ დატოვა მუჰაჯირების შთამომავლებზე. ფილმში აისახა ის ფაქტი, რომ აჭარაში მცხოვრებმა მუჰაჯირთა შთამომავლებმა, იციან საკუთარი წარმომავლობის, ფესვების შესახებ და არათუ არ დაუკარგავთ იდენტობა, არამედ პირიქით გადასცემენ მომავალ თაობებს. ფილმი მოგზაურობს აჭარაში, იქ სადაც აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები დაფუძდნენ და ცდილობს გამოეხმაუროს იდენტობისა და თვითდამკვიდრების საკითხებს.