შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

"მონაცემთა ანალიზი”- პრეზენტაცია

 

28 აპრილს  კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა წიგნის - "მონაცემთა ანალიზი”- პრეზენტაცია. 

წიგნი გამოიცა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის მხარდაჭერით.
"მონაცემთა ანალიზი”- ავტორია აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მაჭარაშვილი, ხოლო პროექტის კოორდინატორი - აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი  ზაზა მეტრეველი.
 "მონაცემთა ანალიზი” განკუთვნილია პირველ რიგში სტუდენტებისთვის და იმ მეცნიერთა წრისათვის, რომლებიც მუშაობენ ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზის სფეროში.
წიგნი მოიცავს შემდეგ თემებს:
  • ალბათობის განსაზღვრება, განაწილების ფუნქციების მახასიათებლები, შემთხვევითი ცვლადების გარდაქმნა, დისკრეტული და უწყვეტი განაწილების მაგალითები
  • სტატისტიკური ანალიზის მეთოდები, ჰიპოთეზის ტესტები და პარამეტრების შეფასების მეთოდები, ჰისტოგრამის ანალიზის მეთოდები, ბუთსტრაპ მეთოდი და სხვა, ნაკლებად გავრცელებული მეთოდები
  • ცდომილებების ანალიზი, ცდომილებების შეფასების არასტანდარტული მეთოდები, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სისტემატური ცდომილებების შეფასების მეთოდებს, ფიზიკური ექსპერიმენტების, დანადგარების, გაზომვების განუზღვრელობების და მათი წყაროების მიმოხილვას
  • დროითი მწკრივების ანალიზი, სტაციონარული და არასტაციონარული დროითი მწკრივების მოდელები, მათი სპექტრალური, ორთოგონალური, ვეივლეტ წარმოდგენები და წრფივი ფილტრაციის მეთოდი სტაციონარული მწკრივებისთვის
  • მულტივარიაციული ანალიზის მეთოდები: პრინციპულ კომპონენტთა ანალიზი, ფაქტორების ანალიზი, ნეირონული ქსელები, გადაწყვეტილებების განშტოება, ბირთვის მეთოდი, გენეტიკური ალგორითმი, კალმანის ფილტრი, მულტივარიაციული დროითი მწკრივების ანალიზი, ბრმა ანალიზი
  • მონტე კარლოს მეთოდი, მოდელის კონცეფცია და დეტერმინისტული და ფიზიკური პროცესების სიმულაცია, მარკოვის ჯაჭვი, შემთხვევითი რიცხვების გენერატორების ალგორითმები და რიცხვითი ინტეგრების მეთოდები.