შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ნაშრომის „პარატაქსულ-ჰიპოტაქსური კონსტრუქციები სვანურში“ პრეზენტაცია

2022 წლის 10 ივნისს  დისტანციურ ფორმატში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 წელს დაფინანსებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო პროექტის „პარატაქსულ-ჰიპოტაქსური კონსტრუქციები სვანურში“ (YS-19-435) ფარგლებში მომზადებული ამავე სახელწოდების ნაშრომის  პრეზენტაცია. პროექტის შესახებ ისაუბრა მისმა ხელმძღვანელმა, ენათმეცნიერმა  ნატო შავრეშიანმა. პრეზენტაციის შემდეგ შედგა ნაშრომის განხილვა,  აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მოსაზრებები გამოთქვეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ნანა მაჭავარიანმა, სხვა ცნობილმა მკვლევარებმა. აღინიშნა, რომ  ძალზე მნიშვნელოვანია სვანური ენის სხვადასხვა  გრამატიკულ კატეგორიაზე მუშაობა და მონოგრაფიულად დამუშავება ისეთი რთული საკითხისა, როგორიცაა პარატაქსულ-ჰიპოტაქსური კონსტრუქციები სვანური ენის დიალექტებში.

კვლევის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს სვანურის ყველა დიალექტის (ბალსზემოურის, ბალსქვემოურის, ლაშხურისა და ლენტეხურის, ასევე ჩოლურულის) მონაცემებზე დაყრდნობით სინტაქსური საკითხების სიღრმისეული მიმოხილვა და ნაშრომის მონოგრაფიული დამუშავება.