შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ონლაინ კონფერენცია პროექტის „სომხურ–აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა საქართველოში“

 

3 თებერვალს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ   2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  „სომხურ–აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა საქართველოში (ქვემო ქართლში) და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის  დინამიკა"  ფარგლებში გაიმართა   ონლაინ კონფერენცია.  კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილეები: ლიანა მელიქიშვილი,   ლავრენტი ჯანიაშვილი, გიორგი მამარდაშვილი, ვახტანგ ურუშაძე, ნათია ჯალაბაძე, ხათუნა იოსელიანი.

დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია. ამ მხრივ  ძლიერ გამოწვევად რჩება ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვანი ე.წ. ეროვნული უმცირესობების, სომხების და აზერბაიჯანელების ურთიერთობები და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პერსპექტივა. სომხები და აზერებაიჯანელები ძირითადად ერთმანეთისაგან იზოლირებულად ცხოვრობენ და ხასიათდებიან როგორც ფიზიკური, ასევე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური იზოლაციით. ისინი ერთი რეგიონის შიგნით თანაარსებობენ, მაგრამ ნაკლებად თანამშრომლობენ.   ზემოაღნიშნული პროექტის  მიზანია გამოიკვლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების, ტრადიციული ყოფისა და კულტურის, სოციალური სისტემების როლი ამ ორი ჯგუფის სამოქალაქო ინტეგრაციის პერსპექტივაში.   პროექტი ითვალისწინებს  რეკომენდაციების მომზადებას  სამთავრობო ინსტიტუტებისთვის,  კონფერენციის და სემინარის ჩატარებას,   ეთნოგრაფიული ფილმის შექმნას,  სტატიებისა და მონოგრაფიის გამოქვეყნებას.