შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ონლაინ პრეზენტაცია - "1836- 1927 წლების რუსულ პრესაში ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა"

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს , ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  "1836- 1927 წლების რუსულ პრესაში ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა"— მოიძებულ მასალაზე შექმნილი სამეცნიერო სტატიების კრებულის ონლაინ პრეზენტაცია.

პროექტი "1836-1927 წლების რუსულ პრესაში ქართული ფოლკორული მასალის შესწავლა" მიზნად ისახავს რუსულ პერიოდიკაში (50 დასახელების) ქართული ფოლკლორულ - ეთნოგრაფიული მასალის შეგროვებასა და შესწავლას. პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა მასალის მოძიება, მეორე ეტაპი დაეთმო მასალის ანოტირებასა და ანოტირებული კატალოგის შექმნას. მესამე ეტაპზე კი დამუშავდა მასალა და მათზე დაყრდნობით შეიქმნა სამეცნიერო სტატიები.