შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის ,,ძველი კოლხეთი"- პრეზენტაცია

 

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,ძველი კოლხეთი - სპილენძის მეტალურგია (წყაროები, ლიტერატურული ცნობები, მითები)“, № FR-21-3697-29 ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის აუდიტორიაში,  ჩატარდა პროექტის განმავლობაში მიღებული შედეგების პრეზენტაცია.

მოხსენება გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურა მახარაძემ. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ნინო სულავამ და პროექტის ძირითადმა მონაწილეებმა (გ. არახამია, გ. მამარდაშვილი, ნ. რეზესიძე) საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის განმავლობაში მიღებულ შემაჯამებელი საბოლოო ანგარიში - ,,ძველი კოლხეთი - სპილენძის მეტალურგია (წყაროები, ლიტერატურული ცნობები, მითები )”. პროექტის განმავლობაში მიღებულმა მოსაზრებებმა და დასკვნებმა გამოიწვია სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესება და მოწონება.