შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის „ქართული ემიგრაციის ლიტერატურული მემკვიდრეობა ევროპაში: მსოფლმხედველობა და კულტუტული იდენტობა (1920-1930-იანი წლები)“ პრეზენტაცია

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით პროექტის „ქართული ემიგრაციის ლიტერატურული მემკვიდრეობა ევროპაში: მსოფლმხედველობა და კულტუტული იდენტობა (1920-1930-იანი წლები)“ ფარგლებში მიმდინარეობს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი“ მონაწილეებს მიესალმა და იმ მნიშვნლობაზე ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს მიუძღვით საქართველოს წინაშე.

ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთა შემოქმედების უფრო ფართო შესწავლაზე გააკეთა აქცენტი მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

კონფერენციაზე, რომელიც თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, ასზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში, თსუ მუზეუმში გაიმართა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილი გამოფენა „შუამდინარული პარადიგმა“, რომელზეც გიორგი გუგუშვილის, ქეთი მატაბელის და ლუკა გუგუშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.