პროექტის - "სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში" პრეზენტაცია
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტის "სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში" პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სიძველეთსაცვებში დაცული სამედიცინო შინაარსის ხელნაწერების სისტემატიზაციას, მათ შესწავლას მედიცინის, ვეტერინარიის, ქიმიის ისტორიისა და ფილოლოგიურ-კოდიკოლოგიური თვალსაზრისით, ერთიანი ანოტირებული ბაზის შექმნასა და ქართული და ინგლისური ანოტირებული ილუსტრირებული ალბომ - მონოგრაფიის გამოცემის გზით საგანმანათლებლო რესურსისა და ფარმაკოლოგიური პროდუქტის შექმნას.
ჩატარებული კვლევის შედეგად შექმნილი პროდუქტი მნიშვნელოვნად შეავსებს იმ ხარვეზს ქართულ მეცნიერებაში, რომელიც უკავშირდება ქართული მედიცინის ისტორიის სრულყოფილ შესწავლას ყველა არსებულ ხელნაწერ ნუსხაზე დაყრდნობით. პირველწყაროების შესწავლა დიდ წვლილს შეიტანს ჰუმანიტარული დარგების განვითარებაშიც - კოდიკოლოგიის, ენათმეცნიერების, თარგმანის თეორიის, კულტურის ისტორიის თვალსაზრისით.