შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის დაფინანსებით შექმნილი ფილმის პრემიერა

 

11 ივლისს, თბილისში, კინოს სახლში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის  გამარჯვებული პროექტის „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ლელა წიფურია.  მასში საუბარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის,  ვახტანგ ლიჩელის,  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების ექსპედიციის მიერ  გაკეთებულ მსოფლიო მნიშვნელობის  აღმოჩენაზე, მათ შორის, ძველი წელთაღრიცხვის მეათე საუკუნის წარწერაზე, სხვა არტეფაქტებზე,

სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმის  „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“  მიზანია, დააინტერესოს  ახალგაზრდები არქეოლოგიით, გააცნოს მათ საქართველოს დიდი ისტორია და  ხელი  შეუწყოს  მეცნიერების პოპულარიზაციას.