შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული ფილმის „მოლაპარაკე ქვები“ პრემიერა

 

 17 იანვარს  კინოს სახლში  სსიპ  შოთა  რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  ადმინისტრირებული სამეცნიერო - პოპულარული,  შემეცნებითი ფილმების მხარდაჭერის საგრანტო  კონკურსის  გამარჯვებული პროექტის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო - პოპულარული  ფილმის -  „მოლაპარაკე ქვები“  პრემიერა  გაიმართა. ფილმი პროექტის ხელმძღვანელმა   და ფილმის  რეჟისორმა  დავით გოგუაძემ წარადგინა.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა ისაუბრა ფონდის სამეცნიერო - პოპულარული,  შემეცნებითი ფილმების მხარდაჭერის საგრანტო  კონკურსის  დიდ მნიშვნელობაზე, რომლის  მიზანია საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და საქართველოს მეცნიერების შესახებ სანდო წყაროებზე დაფუძნებული  სამეცნიერო -  პოპულარული  ფილმების შექმნა.  ფონდის  გენერალურმა დირექტორმა  ყურადღება გაამახვილია ფილმის „ მოლაპარაკე ქვები“ სამეცნიერო და მხატვრულ ღირებულებაზე, აღნიშნა, რომ ამგვარი შემეცნებითი ფილმები ხელს უწყობს  ფართო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მოსწავლე ახალგაზრდებში ქვეყნის ისტორიული წარსულისადმი ინტერესის გაღვივებას, მის უკეთ  გააზრებას, ისტორიულ  წარსულსა და აწმყოს შორის კავშირის განმტკიცებას,  რაც წარმატებული მომავლის საფუძველია.

სამეცნიერო-პოპულარული ფილმი „მოლაპარაკე ქვები“   ასახავს  სამეცნიერო ექსპედიციას, რომლის ფარგლებში ეძებენ და აღრიცხავენ საქართველოში არსებულ უძველეს არტეფაქტებს ქვაზე ამოკვეთილი სიმბოლოების სახით.  არტეფაქტები განფენილია საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მრავლადაა  ხევსურეთში, თუშეთისა  და ხევის ისტორიულ პროვინციებში. თანამედროვე მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ პეტროგლიფების ნაწილი შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ადრეული სიმბოლური დამწერლობის ნიმუშები, რაც მათ კიდევ უფრო დიდ ღირებულებას ანიჭებს.  ფილმის დასასრულს რეჟისორმა, გადამღები ჯგუფის წევრებმა აუდიტორიის მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხეს.