შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ახალი სორბონას უნივერსიტეტში სემინარი გაიმართა

 

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის მეცნიერების პოპულარიზაციის   საგრანტო კონკურსის გამარჯვებული  პროექტის წარმომადგენლებმა,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, ლიტერატურათმცოდნეებმა   ქართული  მწერლობის შესახებ    საჯარო ლექციები  წაიკითხეს ახალი სორბონას უნივერსიტეტში ორგანიზებული  საერთაშორისო  სამეცნიერო სემინარის   „ქართულ-ფრანგული ლიტერატურული დიალოგი“ ფარგლებში.

სემინარზე მომხსენებლები იყვნენ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი   ირმა რატიანი, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი  მაკა ელბაქიძე, ახალგაზრდა მეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი  თათია ობოლაძე.  

სემინარს ესწრებოდნენ  მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტები, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე სტროევი,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილი. სამეცნიერო პროექტის  „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“  მიზანია   ქართული ლიტერატურის ინტერნაციონალიზაცია  და პოპულარიზაცია, სამეცნიერო თანამშრომლობის  გაღრმავება და პარტნიორთა ქსელის გაფართოება.

პროექტის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც სემინარზე  წარმოდგენილი იყო  დელეგაციით, უნივერსიტეტის კანცლერის - ვახტანგ წივწივაძის ხელმძღვანელობით.