შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია “მიგრაცია, ენა და კულტურული მეხსიერების დინამიკა“

 

 2 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “მიგრაცია, ენა და კულტურული მეხსიერების დინამიკა“.კონფერენცია ინტერდისციპლინური იყო და ჰიბრიდულ ფორმატში  გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა, როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. 

ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მიმდინარე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო პროექტის    - „ენა და კულტურული მეხსიერების დინამიკა XX საუკუნის საქართველოს შიდა მიგრაციების კონტექსტში“ [FR-21-336] ფარგლებში.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი - LOEWE- უმცირესობათა კვლევები.