საერთაშორისო სემინარი „გამოყენებითი ფიზიკის ახალი ჰორიზონტები ნანობიომედიცინაში“
21 ოქტომბერს ავსტრიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი „გამოყენებითი ფიზიკის ახალი ჰორიზონტები ნანობიომედიცინაში“გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორები: პაატა კერვალიშვილი, თამარ ბჟალავა, თამარ ბერბერაშვილი, ლალი ჩახვაშვილი და სალომე ქარსელაძე, ავსტრიის კლიმატის დაცვის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საერთაშორისო სემინარი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის CARYS -ის გამარჯვებული პროექტის - „ვირუსების ოპტიკური სპექტრომეტრიის ახალი მეთოდების შემუშავება (სპექტროვირ-1)“ ფარგლებში ჩატარდა.