შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო სემინარი პროექტის ,,ღვარცოფსარეგულაიო ელასტიკური ბარაჟი“

 

 25 ივნისს, შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული  პროექტის AR–18–1244 ,,ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი“ ეგიდით ჩატარდა  სამეცნიერო სემინარი, სადაც საგრანტო პროექტის ძირითადი შემსრულებლები, დოქტორანტები:ხათუნა კიკნაძე, ლია მაისაია, ქეთევან დადიანი და ნანა ბერაია გააკეთებენ მოხსენებებს სადოქტორო სადისერტაციო თემების შესაბამისი მიმართულებით.  პროექტის წამყვანი ორგანიზაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი. პროექტის მიზანია ღვარცოფების ეფექტური რეგულირებისათვის ინოვაციური ღვარცოფსარეგულაციო ელასტიური ბარაჟის კონსტრუქციის დამუშავება, მისი ლაბორატორიული და საველე გამოცდა.