შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამშენებლო დუღაბი, როგორც ქართული არქიტექტურული ძეგლების მდგრადობის ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის (FR-22-10840) ,,სამშენებლო დუღაბი, როგორც ქართული არქიტექტურული ძეგლების მდგრადობის ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი" - პრეზენტაცია. 

ისტორიული და კულტურის ძეგლების ხანგრძლივი არსებობის წინაპირობა სამშენებლო მასალებია, რომლებითაც ეს ძეგლებია აგებული. ქართულ ხუროთმოძღვრებაში მშენებლობის დროს შემკვრელ ნივთიერებებად ძირითადად კირის დუღაბს იყენებდნენ. გარდა დუღაბის ტრადიციული შემადგენლობისა ჩვენი წინაპრები იმისდა მიხედვით, თუ რა მასალისაგან შედგებოდა ესა თუ ის ისტორიული ძეგლი (ქვიშაქვა, კირქვა, ტუფი და ა.შ.) ხშირად იყენებდნენ ამ მასალების შესაბამისი სტრუქტურის მქონე დანამატს, რომლებიც ხელს უწყობდნენ დუღაბის გამყარების პროცესს, ასევე ზრდიდნენ დუღაბის სიმტკიცეს – ასრულებდნენ პუცოლანური დანამატების როლს.

გრანტის ფარგლებში მეცნიერულ დონეზე პირველად იქნა შესწავლილი კირის დუღაბის გამყარების პროცესის ქიმიზმი და ამ პროცესში სხვადასხვა მინერალური დანამატის როლი. დანამატებად აღებული გვქონდა საქართველოს სხვადასხვა ადგილმდებარეობის ცეოლითები და კირქვები.

დუღაბის შემადგენლობაში სხვადასხვა მინერალური დანამატების შეტანით მისი სიმტკიცე 15%–დან 77%–მდე გაიზარდა.

ამრიგად, შემოთავაზებულია კვლევა, სადაც მეცნიერულად დამტკიცებულია ჩვენი წინაპრების მიერ გააზრებული სამშენებლო პროცესი. მიღებულ შედეგებს გარდა ღირებული სამეცნიერო მნიშვნელობისა დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს.

ხელმძღვანელი გიორგი წინწკალაძე.

კოორდინატორი – თეიმურაზ კორძახია.

ძირითადი პერსონალი: თინათინ შარაშენიძე, მარინე ნადირაშვილი, ქეთი ბენაშვილი.

დამხმარე პერსონალი: მარინე ზაუტაშვილი.