„საქართველოს იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“ - პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფუნდამენტური საგრანტო პროექტის - „საქართველოს იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“ - ფარგლებში მომზადებული ამავე სახელწოდების მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.
მონოგრაფია ეკა ავალიანის, თამთა ცხოვრებაძის, ირინა დემეტრაძე-რენცის, ქეთევან დიღმელაშვილის, დავით ბრაგვაძისა და ზურაბ ბრაგვაძის თანაავტორობით მომზადდა. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ფუნდამენტური საგრანტო პროექტის (გრანტის ნომერი: NFR-22-272) ფარგლებში, წამყვანი ორგანიზაციის - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის - ბაზაზე.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მონოგრაფიის ძირითადი თემატიკისა და საკვანძო საკითხების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, პროექტის ფარგლებში მიღწეული სამეცნიერო შედეგების წარმოჩენა და მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის განხილვა. პრეზენტაცია ასევე მიზნად ისახავდა აკადემიური და პროფესიული დისკუსიის ხელშეწყობას საქართველოს ისტორიული გამოცდილების, პოლიტიკური განვითარების, საზოგადოებრივი ტრანსფორმაციებისა და ინტეგრაციის პროცესების შესახებ.
პროექტის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფია წარმოადგენს მკვლევართა ერთობლივი მუშაობის შედეგს და ხელს უწყობს საქართველოს პოლიტიკური, ისტორიული და საზოგადოებრივი გამოცდილების მრავალმხრივ შესწავლას. მისი წარდგენა აკადემიური ცოდნის გაზიარებისა და შესაბამის საკითხებზე პროფესიული მსჯელობის განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.