შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ველური ვაზი: შესწავლა და დაცვა

25 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართა შემაჯამებელი მოხსენება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ფუნდამენტური კვლევების გრანტის „საქართველოს ველური ვაზი: შესწავლა და დაცვა“ .

შეხვედრაზე წარდგენილი იქნა იყო სამწლიანი პროექტის შედეგები, მიმართული საქართველოს კრიკინა (ველური) ვაზის - კულტივირებული ვაზის ჯიშების წინაპრის - მრავალმხრივი შესწავლისათვის ინტერდისციპლინარული კვლევის მეთოდებით.

საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ექსპედიციებით მოძიებული მცენარეების ადგილზე აღწერა, მათი გამრავლება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვევითი ცენტრის ჯიღაურას კოლექციაში გაშენება, საკოლექციო ნიმუშების შესწავლა მევენახეობისა და მეღვინეობის მეთოდებით იყო პროექტის მონაწილეთა საქმიანობა საანაგრიშო პერიოდის მანძილზე.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები აისახა 6 ქართულ და ინგლისურენოვან სტატიასა და წიგნში; წარდგენილი იქნა 5 სამეცნიერი კონფერენციაზე საქართველოში და იტალიაში; ლექციების და პრეზენტაციების სახით გადაეცათ პროფილური უმაღლესი სასწავლებლების და კოლეჯების მსმენელებს, ფართო საზოგადოების წარმომდგენლებს. ჯიღაურაც კოლექცია გამოყენებული იქნა სტუდენტთა და დოქტორანტთა პრაქტიკების, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესასრულებლად.

გადადგმული იქნა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კრიკინა ვაზის პოპულარიცაზიის და დაცვის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ამ მცენარის ცნობადობის გაზრდისა და შენარჩუნებისათვის.

შეხვედრას უძღვებოდა პროექტის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორი დავით მაღრაძე.