შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შუალედური გამოფენა-პრეზენტაცია

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ძველი ქართული ნაქსოვი ორნამენტის სახეობების კვლევა და ტექსტილის ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება“ პირველი პერიოდის გეგმა-გრაფიკით დაგეგმილ მივლინებებში ჩატარებული კვლევების შედეგების შუალედური პრეზენტაცია-გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონულ და კერძო მუზეუმებსა და ოჯახებში (თბილისი, ბოლნისი, გორი, სიღნაღი, თელავი, თუშეთი, ალვანი) მოძიებული დაცულ ნივთებზე გამოსახული ორნამენტებისა და ნაქსოვი მასალების ფოტოები.

ვრცელი მოხსენება დაგეგმილი პირველი ეტაპის სამუშაოს შესახებ გააკეთა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ლია ლურსმანაშვილმა. შუალედური პრეზენტაციის დამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები გასცეს კოორდინატორმა ნატო ფაილოძემ, ახალგაზრდა სპეციალისტმა გულნარა კვანტიძემ, მკვლევარმა ნანული აბესაძემ. გამოფენა-პრეზენტაცია დამსწრეთა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია.