შუალედური კონფერენცია პროექტის „ეტრატზე შესრულებული ფრაგმენტული ხელნაწერების კოდიკოლოგიური ანალიზი” ფარგლებში
9 მარტს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის შუალედური კონფერენცია პროექტის „ეტრატზე შესრულებული ფრაგმენტული ხელნაწერების კოდიკოლოგიური ანალიზი” ფარგლებში გაიმართა შუალედური კონფერენცია.
პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე, ამ ეტაპზე ჩატარებულ სამუშაოზე ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის დოქტორმა, თამარ აბულაძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ- თანამშრომლები შორენა თავაძემ, იზო ჯიქიძემ, ლიანა ახობაძემ, ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, რეზო კლდიაშვილმა.
პროექტის მიზანია ეტრატზე შესრულებული ქართული ხელნაწერი ფრაგმენტების მულტიდისციპლინური შესწავლა: კოდიკოლოგიური კვლევა, მხატვრული ღირებულების განსაზღვრა, ხელნაწერი მასალის სტრუქტურის დიაგნოსტიკა და დაცვის პირობების განსაზღვრა, მონაცემთა ბაზის შექმნა და არსებული მასალის ჩართავა საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში. ხელნაწერთმცოდნეობის ახალი დარგი, ფრაგმენტოლოგია, რომელიც სწავლობს ხელნაწერი ფრაგმენტის წარმოშობას, შედგენილობას, მის მიგრაციას, მასალას, მოხატულობას, მიმართებას უშუალოდ ხელნაწერთან და, ზოგადად, წარმომშობ კულტურასთან, თანამედროვე კოდიკოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს.