შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ტრენინგი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

 

26 იანვარს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის (CARYS) გამარჯვებული პროექტის   „გარემოს გლობალური დაბინძურებისაგან დაცვისა და მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ინოვაციური ბიოაგროტექნოლოგიის შემუშავება და მართვა” ფარგლებში გაიმართა ონლაინ  ტრენინგი ახალგაზრდა მკვლევარებთან სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით.

ტრენინგს წარუძღვა  პროექტის ხელმძღვანელი,  ნანა ბაქრაძე.  ღონისძიების მონაწილეებმა  განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მკვლევართა და მეცნიერთათვის, მომხსენებელი - პროექტის მკვლევარი ანდრე ბატაკო; კვლევითი უნარების განვითარება -  „Azospirillumbrazilense-ს გამოყოფა საქართველოში გავრცელებული ხორბლისა და სიმინდის ნიმუშების რიზოსფეროდან და მისი გამოყენება ხორბლისა და სიმინდის თესლების დასამუშავებლად“,  მომხსენებელი - პროექტის მკვლევარი ნინო გაგელიძე; ინოვაციური მიდგომები მარცვლეულის წარმოებაში, მომხსენებელი  - პროექტის მკვლევარი, კერძო სექტორის წარმომადგენელი  ანზორ თაგვაძე.