წიგნის „იოანე პეტრიწის ენა და სტილი“ - პრეზენტაცია
26 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსირტეტში გაიმართა ემერიტუს პროფესორის დამანა მელიქიშვილის წიგნის - „იოანე პეტრიწის ენა და სტილი“ - პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში (SP-2-21-619).
ნაშრომი წარმოადგენს იოანე პეტრიწის ენისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევის - „იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი“ (თბილისი, განათლება, 1975) - მეორე, შევსებულ გამოცემას.