წიგნის „მხატვრული კვლევა (ფილოსოფია და პრაქტიკა)" პრეზენტაცია
16 მაისს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევის პროექტის “შემოქმედებითი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება XXI საუკუნის ფორტეპიანოსა და მისი სამომავლო პერსპექტივების კვლევის მაგალითზე” (FR-18-4275) ფარგლებში გამოცემული წიგნის „მხატვრული კვლევა (ფილოსოფია და პრაქტიკა)" პრეზენტაცია. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართულ აკადემიურ სამუსიკო სფეროში პირველი შემოქმედებითი კვლევის (Artistic Research) ჩატარება, კვლევის ამ ახალი ფორმის მეთოდოლოგიის შემუშავების მიმდინარე პროცესში საერთაშორისო დონეზე მონაწილეობა და მოცემული სფეროს უახლესი მიღწევების საქართველოში დანერგვა.