შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წიგნის პრეზენტაცია ,დედაენა _ დვრიტა ქართული ეროვნული სულისა"

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები სხვადასხვა უნივერსი-ტეტიდან, სამეცნიერო ცენტრებიდან, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან, სახელმწიფო ენის დეპარტამენტიდან, სტუდენტები, ოჯახის წევრები.

ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. მან დამსწრე სზოგადოებას მოკლედ გააცნო წიგნის ავტორის – აკად. გუჩა კვარაცხელიას ცხოვრების გზა, მისი მოღვაწეობის მრა-ვალმხრივი და მრავალფეროვანი ასპექტები. წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა პროფ. სალომე ომიაძემ ისაუბრა წიგნის სტრუქტურასა და შინაარსზე. გაიხსენა მონოგრაფიული კვლევის გა-მოსაცემად მომზადების რთული პერიოდი და მადლობა გადაუხადა წამყვან ორგანიზაციას, რუსთაველის ფონდს, კოლეგებს თანამშრომლობისთვის. აქტუალურ თემაზე შექმნილ აკად. გუ-ჩა კვარაცხელიას ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს სიტყვით გამომსვლელებმა: აკად. მზექალა შანიძემ, აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვაჟა შენგელიამ, ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ნინო დობორჯგინიძემ, ენათმეცნიერების ინსტიტუ-ტის დირექტორმა, პროფ. ნანა მაჭავარიანმა და სხვებმა.

ამონარიდი მზექალა შანიძის გამოსვლიდან:

„გუჩა კვარაცხელია, მრავალმხრივი ნიჭის ადამიანი იყო, მე მასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა, იგი მრავალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა და ყველგან საუკეთესო იყო. სამწუხაროა, რომ ის დღეს ჩვენ გვერდით არ არის, მაგრამ, რაც დაგვიტოვა, ძალიან მნიშვნელოვანია“.