წიგნის „ქართული ენის ინგილოური დიალექტის ლექსიკური თავისებურებანი (სალექსიკონო მასალებითურთ)“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 323-ე აუდიტორიაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა ჰასრათ ჰასრათოვ-ომარაშვილის წიგნის წარდგენა -„ქართული ენის ინგილოური დიალექტის ლექსიკური თავისებურებანი (სალექსიკონო მასალებითურთ)“ ნაშრომი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის საგამომცემლო სახელმწიფო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ქართული ენის ინგილოური დიალექტის ლექსიკის თავისებურებანი (მონოგრაფია სალექსიკონო მასალითურთ) (N SP-23-812) ფარგლებში, ამავე ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.