შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წიგნის „წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში“ პრეზენტაცია

 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა წიგნის „წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში“ წარდგენა.
ღონიძიება გახსნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ. მონოგრაფია საზოგადოების წინაშე წარადგინეს რედაქტორებმა ეკატერინე გედევანიშვილმა და ნიკოლოზ ალექსიძემ.
წიგნი დაიბეჭდა სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SNF), „საზოგადოება ივერიისას“ და FARIG-ის მხარდაჭერით.
წიგნი შეისწავლის იმ ხუთი დიდი წმინდა მეომრის კულტსა და ვიზუალურ ტრადიციას, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდნენ შუა საუკუნეების საქართველოში. ცალკეული თავები ეთმობა წმინდა გიორგის, დიმიტრის, თევდორე ტირონს/სტრატილატს და ევსტათე პლაკიდას, რადგან ამ წმინდა მეომრების კულტი საქართველოში საგრძნობლად ჩრდილავს ყველ ასხვა წმინდა მეომარს. გარდა ვიზუალური მასალისა, წიგნში უხვადაა გამოყენებული ლიტერატურული და ლიტურგიკული წყაროებიც. ცალკე თავადაა გამოყოფილი ყველა ძირითადი წმინდა მეომრის ლიტურგიკული მოსახსენებლებისა და ჰაგიოგრაფიულიმემკვიდრეობის ამსახველი მასალა, რაც საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულ წმინდანებთან ერთად, ზოგადად ამ დასის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასახავს.
საერთო ჯამში, მონოგრაფია წარმოგვიდგენს საქართველოში წმინდა მეომრების კულტის ჩასახვისა და განვითარების ფართო და მდიდარ ისტორიულ, ლიტერატურულ, ლიტურგიკულსა და მხატვრულ სურათს. თუმცა, წიგნის მთავარი ფოკუსი მაინც წმინდა მეომრების სახვითი ტრადიციაა, რამაც განსაზღვრა კიდეც ამ ინტერდისციპლინური მონოგრაფიის სტრუქტურა.