შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ვენახი და გარემო“ და „აგრონიადაგმცოდნეობა“ -პრეზენტაცია

 

11 მაისს  კახა ბენდუქიძის კამპუსის მუზეუმის საქართველოს ნიადაგებისა და მინერალების დარბაზში გაიმართა წიგნების – „ვენახი და გარემო“ და „აგრონიადაგმცოდნეობა“ – პრეზენტაცია.

წიგნები გამოცემულია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის მხარდაჭერით.

„ვენახი და გარემოს“ ავტორები არიან: თენგიზ (გიზო) ურუშაძე, გურამ ალექსიძე, ამირან თხელიძე, ელინა ბაქრაძე.

წიგნში განხილულია საქართველოს მევენახეობის ზონის ძირითადი ნიადაგების გენეზისური თავისებურებანი და მათი შესაბამისობა ნიადაგების რესურსების მსოფლიო საცნობარი ბაზასთან (WRB), ნიადაგების ნაყოფიერების შეფასება და მართვა, ძირითადი აგროქიმიური პარამეტრები; დახასიათებულია ვაზის მიწისქვეშა და მიწისზედა მავნებლები, ვაზის დაავადებები, მათ შორის, სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული და არაინფექციური; ასევე განხილულია მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემა. აგროეკოლოგიური თვალსაზრისით გაშუქებულია ნიადაგის ეროზიის, რადიაციითა და მძიმე ლითონებით დაბინძურების საკითხები. წიგნში წარმოდგენილია მევენახეობის ძირითადი ნიადაგების გავრცელების რუკები, ვაზის მავნებელ-დაავადებათა ამსახველი ფოტომასალა.

 წიგნი წარადგინა მთავარმა რედაქტორმა, თამარ ქვრივიშვილილმა.