შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ძალაუფლების დანაწილება და „კონტროლისა და ბალანსის“ პრინციპები საქართველოში

აღნიშნული პროექტი განხორციელდა სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის (ხელშეკრულების ნომერი №12/41) მეშვეობით.

საქართველოში მწვავედ დგას თანამედროვე დემოკრატიის ცენტრალური პრინციპების – „კონტროლისა და ბალანსის“ და „ახალი სახელმწიფო მართვის“ დანერგვის პრობლემა, რაც პირდაპირ კავშირშია დემოკრატიულ სისტემაში ძალაუფლების სულ მცირე ორი საკმარისად ძლიერი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცენტრის არსებობასთან. სასამართლო ხელისუფლებას აღმასრულებელი შტოს ზედამხედველობის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები გააჩნია.  ამიტომ საინტერესოა, რამდენად გავრცელებულია აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელების პრაქტიკა საქართველოში. შესაბამისად კვლევის ძირითად საკითხს წარმოადგენს რამდენად ეფექტურად ახორციელებს სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელი შტოს/საჯარო სამსახურის ზედამხედველობას.
წიგნის ძირითადი მიზანი სასამრთლოს და აღმასრულებელი ინსტიტუტების მართვის სტრატეგიების აღწერა და კონტროლისა და ბალანსის სისტემის ანალიზია. დემოკრატიული ტრანსფორმაციის სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს შორის ეფექტური დამაბალანსებელი მექანიზმების შემოღება ანუ მათ უფლებათა, მოვალეობათა და პასუხისმგებლობათა რელიეფური გამოკვეთა და გამიჯვნა სახელმწიფო მართვის ყველა დონეზე. პოსტსაბჭოთა, ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ საქართველოში „ახალი სახელმწიფო მართვა“ დგას გამოწვევის წინაშე – გარდაიქმნას ჯანსაღ კონტროლისა და ბალანსის პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემად ან მოძებნოს ფუნქციონირების ალტერნატიული მექანიზმები, რომლებიც შეაფერხებენ მის, როგორც ღია, დემოკრატიულ სისტემად ჩამოყალიბებას.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????