შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ოთხთა ეკლესიისა და პარხლის მონასტრები ისტორიულ ტაოში

 ოთხთა ეკლესიისა და პარხლის მონასტრები ისტორიულ ტაოში, „ქართველთა სამეფოს“ სასაზღვრო პუნქტებში მდებარეობს. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია აღნიშნული მონასტრების ეკლესიების სამშენებლო პერიოდები შედარებითი ანალიზისა და ისტორიულიფონის გათვალისწინებით. მრავალწლიანი დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ოთხთა ეკლესიას აქვსმინიმუმ სამი სამშენებლო პერიოდი, ხოლო პარხალს ორი. ოთხთა ეკლესიის ბაზილიკის ოპოს-მიქსტუმით ნაშენი კედლები უადრესი ტაძრის ნარჩენი უნდა იყოს. შესაძლოა აქ, გრიგოლ ხანცთელის დაარსებული ნეძვის მსგავსად, IX ს-ის სამ-ეკლესიანი ბაზილიკა ან სხვა
უფრო ადრეული ტაძარი იდგა. მეორე ეტაპზე არსებულ კედლებში კარგად ნათალი ქვით ნაგები ახალი სვეტნარი და პატრონიკე ჩაშენდა, ტაძარი შეიმოსა საპირე ქვით, რაც 965 წლამდე განხორციელდა. მესამე ეტაპზე მოხდა ეკლესიის კიდევ ერთი გრანდიოზული რეკონსტრუქცია, როდესაც აფსიდის სივრცე გაიზარდა პირველი წყვილი ბურჯების აღმოსავლეთისკენ გადაადგილებით. გადაკეთება სავარაუდოდ ათონის მთიდან მოტანილი ახალი ლიტურგიკული წესის დანერგვით იყო გამოწვეული. ოთხთას მესამე სამშენებლო პერიოდი და პარხლის აშენება ერთდროულად განხორციელდა. პარხლის ოთხთავის მინაწერის თანახმად, 973 წლისთვის პარხლის ეკლესია უკვე აშენებული იყო. მოგვიანებით, მას ნაწილობრივ შეუცვალეს სახურავის დაფერდების კუთხე, რაც კათალიკოს იოანეს (980-
1001) მიერ ინიცირებული ფასადების გაფორმების თანადროულად უნდა მომხდარიყო. ორივე ეკლესიის დასავლეთით სათავსები მოგვიანებით მიუშენდა, აგების ზუსტი დრო უცნობია.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????