შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

xx საუკუნის ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი

SP-19-118 გრანტის ფარგლებში გამოცემული წიგნის ანოტაცია.

 წიგნი წარმოაჩენს დიდი ქართველი მეცნიერის, დიმიტრი  თუმანიშვილის მრავალწლიანი კვლევისა და ფიქრის შედეგს. ნაშრომი  განსაკუთრებით ღირებულია იმით, რომ ქართულ სამეცნიერო სინამდვილეში არ არსებობს მსგავსი სახელოვნებათმცოდნეო და კულტუროლოგიური ანალიზის შემცველი გაბმული ტექსტი,  XX საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. მასში განხილული და ჩამოყალიბებულია ზოგადად ამ ეპოქის კულტურის განვითარების წინაპირობები და თავისებურებები. ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიული,სოციალური თუ კულტურული კონტექსტები. გაანალიზებულია არა ერთი ყურადსაღები მოვლენა, რომლის მომსწრე და მონაწილეც თავად ავტორი იყო. ტექსტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში დასმულია ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ორიგინალურადაა დანახული და აღქმული ავტორის მიერ, სააზროვნო იმპულსებს იძლევა და სხვადასხვა საკითხზე სამომავლო კვლევის ჩატარების პერსპექტივას სახავს. წიგნი 2014-2015 წლებში ბატონი დიმიტრის მიერ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რადიოსათვის გაკეთებული ჩანაწერების ციკლის საფუძველზე შეიქმნა. მისი ტექსტი ავტორისმიერ არ არის გამოსაცემად მომზადებული. გამომცემლები შეეცადნენ, მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ საუბრის ავტორისეული მანერა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ტექსტს და მკითხველის მეხსიერებაში აცოცხლებს დიმიტრი თუმანიშვილის საჯარო გამოსვლების სიღრმეს, უშუალობასა და არტისტიზმს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????