შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი

 

გამოცხადდა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2024 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი. 

ერთობლივი კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და კვლევით  ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის მკვლევართა კოლაბორაციისა და მობილობის მხარდაჭერა.

ერთობლივ კვლევებს ფონდი და CNR აფინანსებს თანაბრად. ამასთან, CNR აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ  პარტნიორებს საქართველოს მხრიდან.

ქართულ ენაზე შესაბამისი ფორმით მომზადებულ განცხადებას საქართველოს მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. პროექტის მონაწილე იტალიელი მეცნიერები წარადგენენ იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოში.

გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) წარმოსადგენი პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:

ა) კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2, ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს);

ბ) პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 3, იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის სახით);

გ) საპროექტო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 4, იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის სახით);

დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5, ივსება GMUS-ში);

ე) პროექტის ბიუჯეტი (დანართი 6, ივსება GMUS-ში);

ვ) პროექტის მონაწილეების პროფესიული ბიოგრაფია - CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (იტვირთება GMUS პროფილიდან) (დანართი 7);

ზ) პარტნიორი ორგანიზაციიდან თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ დამოწმებული ხელმოწერით და მისი ქართული თარგმანი დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ (იტვირთება GMUS -ში PDF დოკუმენტის სახით);

თ) პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული ფიზიკური პირების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი, დოქტორანტის/ მაგისტრანტის/რეზიდენტურის სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სწავლის შესახებ შესაბამისი ორგანიზაციიდან); საქართველოს მოქალაქე პირებისათვის, თუ აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი უცხოეთშია გაცემული, მას თან უნდა ერთვოდეს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი, გაცემული „სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში გაცემულ დოკუმენტს არ სჭირდება ქართული თარგმანი და აღიარება (იტვირთება GMUS-ში მეცნიერის პროფილის „განათლების“ ველში)

დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

ერთობლივ კონკურსზე განაცხადის წარსადგენად იხელმძღვანელეთ თანდართული დოკუმენტებით:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება;

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N61

ცვლილება დირექტორის ბრძანებაში N65

კონკურსის პირობები - დანართი 1;

ერთობლივი განცხადების ფორმა;

საკონკურსო განცხადების ფონდში  წარდგენა შესაძლებელი იქნება 2024 წლის 18 სექტემბრის 17:00 საათამდე.

საკონკურსო   დოკუმენტაციის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS-ში ატვირთვა შესაძლებელი იქნება 2024 წლის 15 მაისიდან 2024 წლის 13 სექტემბრის 16:00 საათამდე.

იხილეთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ CNR-ის ვებ-გვერდზე (იტალიურ ენაზე):

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:

საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახური

 

პროექტის კოორდინატორი:

თინათინ კუჭუხიძე

ელ-ფოსტა: t.kuchukhidze@rustaveli.org.ge

ტელ:  +(995 32) 2 200 220 (4033)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!