შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა YSS

 

კონკურსის მიზანი

ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

კონკურსის ადმინისტრირება 

2024 წლის 21 აგვისტოდან 13 სექტემბრის 18:00 საათამდე – საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2024 წლის 18 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ მატერიალური ფორმით განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

  • კონკურსში რეგისტრირებული განცახდების ტექნიკური ექსპერტიზა - წარმოდგენილი განაცახდების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან - სექტემბერი - ოქტომბერი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცახდების მოხსნის შესახებ - ოქტომბერი;
  • საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო განაცხადების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა - ოქტომბერი - ნოემბერი;
  • ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამარჯვებული განაცხადების დამტკიცება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - ოქტომბერი - ნოემბერი;
  • გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერებთან ხელშეკრულებების გაფორმება - ნოემბერი.

 

ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები:

 

22 აგვისტო, 15:00 სთ - შეხვედრის ბმული

3 სექტემბერი, 15:00 სთ - შეხვედრის ბმული

 

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

საკონკურსო განაცხადის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის წესი - დანართი N1
  • კრებსითი ინფორმაცია - დანართი N2 (ივსება Gmus-ში)
  • პროფესიული ბიოგრაფია - დანართი N3 (იქმნება Gmus-ის საშუალებით, იტვირთება განაცხადის ელექტრონული რეგისტრაციისას, PDF ფორმით)
  • სამოტივაციო წერილი - დანართი N4 (იტვირთება Gmus-ში, განაცხადის ელექტრონული რეგისტრაციისას, PDF ფორმით)
  • სამეცნიერო ნაშრომები - დანართი N5 (იტვირთება Gmus-ში, განაცხადის ელექტრონული რეგისტრაციისას, PDF ფორმით)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი N6 (იქმნება Gmus-ის საშუალებით, ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ)

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ წესს და შესაბამის დანართებს;

 

კოორდინატორი:

 

ქეთევან გორგაძე

ელექტრონული ფოსტა: Yss@rustaveli.org.ge

 

+(995 32) 2 200 220 (44 09)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!