შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2019 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

კონკურსის სახელწოდება  საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა SP

კონკურსის მიზანი

საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია / საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი                 ინსტიტუციური 

 

კონკურსის ძირითადი პირობები

საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 ძირითადი მოთხოვნები:

  1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა – არაუმეტეს 6 თვისა.
  2. ა) პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

        ბ) პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს ფონდიდან მოთხოვნილ საგრანტო დაფინანსებას და თანადაფინანსებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. პროექტის ბიუჯეტში საგრანტო დაფინანსება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

        ა) რედაქტირება, დიზაინი, დაკაბადონება;

        ბ) DOI, ISSN, ISBN მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;

        გ) გამომცემლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს;

        დ) ელექტრონული წიგნის/ელექტრონული მონოგრაფიის მომზადების ხარჯებს PDF, ePUB, MOBI ფორმატით.

 

კონკურსის ადმინისტრირება 

2019 წლის 3 ოქტომბერი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;

2019 წლის 3 ოქტომბერი - 23 ოქტომბერი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2019 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

ოქტომბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ნოემბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ნოემბერი - პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

ნოემბერი - გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯგუფური კონსულტაციები:

8 ოქტომბერი - 16:00 საათი, ფონდის საკონფერენციო დარბაზი;

16 ოქტომბერი – 16:00 საათი,ფონდის საკონფერენციო დარბაზი;

18 ოქტომბერი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აგვისტოს №176/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის N 105 ბრძანება
  • დაფინანსების წესი

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2 ივსება GMUS-ში
  • აბსტრაქტი - დანართი 3
  • საპროექტო წინადადება - დანართი 4
  • პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის, ძირითადი პერსონალის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 5 ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (ნიმუში) - დანართი 6 ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (ნიმუში) - დანართი 7 ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 9, გენერირდება GMUS-ში
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 10
  • ხშირად დასმული კითხვები

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით emikautadze@rustaveli.org.ge 18/10/2019-მდე. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ეკატერინე მიქაუტაძე        emikautadze@rustaveli.org.ge

თამარ პატარკაციშვილი

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!