შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2021 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს“

კონკურსის სახელწოდება

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა   MR

 

კონკურსის მიზანი

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. 

 

საპროექტო განაცხადი ტიპი     

ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები 

  • საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
  • კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
  • გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
  • პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
  • ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
  • მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
  • დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • 2021 წლის 20 ოქტომბერი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
  • 2021 წლის 26 ოქტომბერი
  • ნოემბერი 14:00 საათი
  • საკონსულტაციო შეხვედრა 8 ნოემბერი  14:00 საათი –  https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09
    Meeting ID: 815 930 9443
    Passcode: iZ0KLx   გთხოვთ, მითითებულ ბმულზე დასასწრებად შემოხვიდეთ 10 წუთით ადრე
  • 2021 წლის10 ნოემბერი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 2021 წლის 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის 16:00 საათამდე პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;
  • 2021 წლის 22 ნოემბერი 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
  • 2021 წლის ნოემბერი – პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • 2021 წლის ნოემბერი-დეკემბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
  • 2021 წლის დეკემბერი კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ის მიერ;
  • 2021 წლის დეკემბერი – დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;
  • 2021წლის დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები -დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3
  • მაგისტრანტის, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფიები - CV დანართი 4, ივსება GMUS-ში
  • ცნობა მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ - დანართი 5
  • კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი № 6.1, დანართი № 6.2) (GEO/ENG)
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 7, ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება- დანართი 8, ივსება GMUS-ში
  • სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 9
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 11
  • ხშირად დასმული კითხვები
  • კონკურსის საკონსულტაციო პრეზენტაცია 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის(ბმული)
  • ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია(ბმული)

  

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 10 ნოემბრამდე კონკურსის ელ. ფოსტით mr@rustaveli.org.ge. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორი:

ხატია ანანიაშვილი - პროგრამული საკითხები - 597 904334 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

მადინა გაურგაშვილი - კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში

საკონტაქტო ინფორმაცია: mr@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!