შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2021 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსს საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის

კონკურსის სახელწოდება

სახელმწიფო საგრანტო კონკურსი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის

კონკურსის აბრევიატურა HE

კონკურსის მიზანი

ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, მათ მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სამეცნიერო დარგში.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები
ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი წელიწადში:
• 100 000 ლარი - საზღვარგარეთ განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის
• 70 000 ლარი - საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის პროექტის განხორციელების პერიოდი: 24 ან 36 თვე

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • ელექტრონული რეგისტრაცია - 2021 წლის 23 ივლისი - 29 სექტემბრი, 2021 16:00 სთ.-მდე

ჯგუფური კონსულტაციების თარიღები:

10 აგვისტო, 16:00 სთ.   

7 სექტემბერი, 16:00 სთ.

17 სექტემბერი, 16:00 სთ.

  • შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2021 წლის 6 ოქტომბრის 16:00 სთ.-მდე

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 


პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • კონკურსის პირობები (დანართი 1);
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ივსება GMUS-ში;
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3) ;
  • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია - CV (დანართი 4, გენერირდება GMUS-ში მეცნიერის პროფილიდან);
  • უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი 5);
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ივსება GMUS-ში;
  • პროექტის ბიუჯეტი - ივსება GMUS-ში;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8);
  • სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ თანხმობის წერილი (დანართი 9);
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-ში;
  • ტექნიკური კითხვები GMUS სისტემაში (განთავსდება მოგვიანებით)
  • ხშირად დასმული კითხვები 
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია (განთავსდება მოგვიანებით)

 


ელექტრონული რეგისტრაციის ლინკები
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (გაიხსნება 23 ივლისის 16:00 საათზე)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით he@rustaveli.org.ge 21 სექტემბრის ჩათვლით

 

კოორდინატორი:
თორნიკე სხირტლაძე - პროგრამული საკითხები

ტელ.: 577 711 765 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

 

პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაცია განხორციელდება კონკურსის ელ.ფოსტის საშუალებით: he@rustaveli.org.ge

 

 ფონდი გისურვებთ წარმატებებს!