შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს

 

კონკურსის სახელწოდება

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა YS

 

კონკურსის მიზანი

 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი              ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე (2023 წლის 2 მარტამდე) ბოლო  7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.

კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.

  • ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
  • ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებელია ჰყავდეს საქართველოში ან უცხოეთში მოღვაწე კონსულტანტ(ებ)ი;
  • პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი.

 

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.

 

ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება  არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში, 60 000 ლარს - ორ წელიწადში.

პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს);

ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს);

გ) ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1500 ლარს).

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში-  2023 წლის 7  მარტიდან -  2023  წლის 26 აპრილის  16:00 საათამდე; 
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები 10 მარტი, 22 მარტი, 11 აპრილი ;
  • ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა- 2023 წლის 14 აპრილი; 
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში-2023 წლის 3 მაისის  16:00 საათამდე;
  • კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება- 2023 წლის აპრილი-მაისი; 
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ- 2023 წლის მაისი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება-2023 წლის მაისიოქტომბერი;
  • დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებაზე შეპასუხება (ზუსტ ვადებს ფონდი გამოაქვეყნებს ვებ-გვერდზე);
  • ექსპერტებისაგან და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით რანჟირებული სიების დადგენა მიმართულებების მიხედვით, გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და დამტკიცება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანა- 2023 წლის ოქტომბერი-ნოემბერი;  
  • საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსება- 2023 წლის ნოემბერი.  

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

პროექტის მომზადებისთვის საჭირო დანართები

  • პირობები -  დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება(GEO/ENG) - დანართი 3
  • ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფია - CV (GEO/ENG) - დანართი 4
  • მენტორის/კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი (GEO/ENG)- დანართი 5
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (GEO/ENG)  - დანართი 6, ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (GEO/ENG)   - დანართი 7, ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 8
  • ცნობა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) დანართი 9
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი(GEO/ENG) - დანართი 11

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულიგრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ys@rustaveli.org.ge
  • ხშირად დასმული კითხვები

 

კოორდინატორები:

მირანდა თედეშვილი - პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4017)

თორნიკე სხირტლაძე - პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4133)  

იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ

კონკურსის ელ-ფოსტაზეys@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!