შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2023 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსს - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

აბრევიატურა WST

 

კონურსის მიზანი

 

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე  გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.

კონკურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,Horizon 2020”-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის (CALIPER), რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისთვის კვლევისა და ინოვაციის დაკავშირებას, ფარგლებში დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის გეგმის“ შესრულებას.  

საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

 

2023 წლის 20 მარტიდან - 18 აპრილის 18:00 საათამდეგანაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge

2023 წლის  21 აპრილის  18:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;

აპრილი ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადების მოხსნის შესახებ;

მაისი - საკონკურსო განაცხადების შეფასება; გამარჯვებულის გამოვლენა.

 

ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა:

4 აპრილი - 15:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია , დასასწრებად გადადით ბმულზე: https://us04web.zoom.us/j/5977352291?pwd=Wi9mK3dzNTc1ejBwUGhkelE3RGRBZz09

Meeting ID: 597 735 2291
Passcode: 470662

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 7 მარტის N24 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები (დანართი N1)
  • კრებსითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
  • სამოტიცაციო წერილი (დანართი N3, იტვირთება GMUS-ში)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4, გენერირდება GMUS-დან და იტვირთება რეგისტრაციისას)
  • მხარდაჭერის წერილი ინსტიტუციიდან (დანართი N5, იტვირთება GMUS-ში)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზეwst@rustaveli.org.ge  

 

კონკურსის კოორდინატორი:  

ქეთევან გორგაძე

568 88 37 57

 

ელექტრონული ფოსტა: wst@rustaveli.org.ge  

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!