შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა: PHDF

 

 კონკურსის მიზანი

ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • 6 ივნისიდან - 28 ივნისის 16:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
  • 11, 18, 25 ივნისი, 15:00 საათი - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები , დასასწრებად გადადით ბმულზე 
  • 24 ივნისის 18:00 საათი – კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 8 ივლისის 18:00 საათამდე - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
  • ივლისი – ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
  • ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
  • სექტემბერი - ოქტომბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
  • ოქტომბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
  • ოქტომბერი - ნოემბერი - გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 6 ივნისის 88 ბრძანება

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება

სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 12

პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების წესი 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

კონკურსის პირობები - დანართი 1

კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში

საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)

დოქტორანტის, დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელისა და კონსულტანტის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია - CV -  დანართი 4, ივსება GMUS-ში

პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5, ივსება GMUS-ში ქართულ და ინგლისურ ენებზე

პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6, ივსება GMUS-ში ქართულ და ინგლისურ ენებზე

კონსულტანტის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი 7 (GEO/ENG)

ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG)

ცნობა დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ - დანართი 9

თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 10 (GEO/ENG)

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 11, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული - გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)

საკონსულტაციო პრეზენტაცია

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 24 ივნისის 18:00 საათამდე კონკურსის ელ. ფოსტაზე do@rustaveli.org.ge

 

ხშირად დასმული კითხვები იხილეთ 

 

კონკურსის კოორდინატორები:

ანა ფოლოდაშვილი - პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4018)

ნინო აბუსელიძე - პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4016) 

 

იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: do@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!