ფონდი აცხადებს 2024 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“
კონკურსის აბრევიატურა LEO
კონკურსის მიზანი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.
კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს.
კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია.
კონკურსის ადმინისტრირება
2024 წლის 14 თებერვლიდან - 19 აპრილის 18:00 საათამდე – კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმის/პირველადი იდეისა და შევსებული საგანაცხადო ფორმის წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge
აპრილი - ტექნიკური ექსპერტიზა - პირველ ეტაპზე რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
მაისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია პირველ ეტაპზე კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ.
მაისი - პირველ ეტაპზე წარმოდგენილი პროექტების შეფასება კომისიის მიერ.
მაისი - კომისიის მიერ მეორე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა.
2024 წლის 20 სექტემბრის 18:00 საათამდე - კონკურსის მეორე ეტაპზე პროექტის აღწერილობა, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების; საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილებისა და კონკურსის მონაწილის/მონაწილეების დაბადების ან/და პირადობის მოწმობის/მოწმობების ასლი/ების წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge
2024 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის წარდგენა ფონდის კანცელარიაში 2024 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათამდე.
ოქტომბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - მეორე ეტაპზე რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ოქტომბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია მეორე ეტაპზე კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
ოქტომბერი - მეორე ეტაპზე წარმოდგენილი პროექტების შეფასება კომისიის მიერ;
ოქტომბერი - კომისიის მიერ კონკურსის ფინალზე - საკონკურსო გამოფენაზე გადასული პროექტების გამოვლენა;
ნოემბერი - საკონკურსო გამოფენაზე გამარჯვებულების გამოვლენა.
ჯგუფური კონსულტაციები:
28 თებერვალი -15:00 საათი, დისტანციურად ZOOM-ის საშუალებით, კონსულტაციაზე დასასწრებადა გადადით ბმულზე.
28 მარტი – 15:00 საათი, დისტანციურად ZOOM-ის საშუალებით, კონსულტაციაზე დასასწრებადა გადადით ბმულზე.
12 აპრილი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის № 98 დადგენილება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 14 თებერვლის N8 ბრძანება
- სამეცნიერო მიმართულებები და ქვემიმართულებები - დანართი 8
- პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები - დანართი 6
- მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები - დანართი 7
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის წესი და პირობები - დანართი 1
- პირველ ეტაპზე წარსადგენი განაცხადის ფორმა - დანართი 2
- პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა - დანართი 4
- მეორე ეტაპზე წარსადგენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 3
- მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა - დანართი 5
დამხმარე მასალები
ხშირად დასმული შეკითხვები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის № 98 დადგენილებასა და ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge
ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კონკურსის კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: leo@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!