შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2025 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსს - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

კონკურსის აბრევიატურა - BS

 

კონკურსის მიზანი:

ა) ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს;  

ბ) შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგით (SRIA) გათვალისწინებული მიზნების შესრულება;

გ) შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარება და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელება (დისემინაცია);

დ) სხვადასხვა თაობის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება;

ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისება;

ვ) შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევებში ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა;

ზ) სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2025წლის  28 მარტი -  – 2025 წლის 28 მაისის 16:00 საათამდე;
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში - 2025 წლის  2 ივნისის  17:00 საათამდე;

 

ჯგუფური ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები:

14  აპრილი - 11:00 საათი, დისტანციურად ონლაინ ფორმატში. შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე

24 აპრილი  – 11:00 საათი, დისტანციურად ონლაინ ფორმატში. შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 28 მარტის N 31 ბრძანება  
  • ცვლილება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 28 მარტის N 31 ბრძანებაში 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

 

  • კონკურსის პირობები (დანართი 1)
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს);
  • პროექტის რეზიუმე (დანართი 3) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
  • საპროექტო წინადადება (დანართი 4)  - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) - ივსება GMUS-ში;
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) - ივსება GMUS-ში;
  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 7) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე ; (დანართი 8) - ივსება GMUS-ში;
  • თანხმობის წერილი/ აღწერილობითი ინფორმაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სამეცნიერო ჯგუფის / ჯგუფების ერთობლივ სამეცნიერო კვლევაში ჩართულობის შესახებ - ქართულ და ინგლისურ ენებზე ( დანართი 9, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;)
  • საპროექტო განცხადების ფორმა (დანართი 10) - გენერირება GMUS-ში;
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 11).

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
  • მეცნიერთა რეგისტრაცია გრანტების მართვის სისტემა GMUS-ში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს.

ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია.

კონკურსის კოორდინატორები: 

რუსუდან ჯობავა -

+(995 32) 2 200 220 4022

ელ - ფოსტა: jobava@rustaveli.org.ge (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00);

თუთა შენგელია -

+(995 32) 2 200 220 4019

ელ- ფოსტა: Shengelia@rustaveli.org.ge (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00).

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!