ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2025 წლის კონკურსს
კონკურსის სახელწოდება
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა AR
კონკურსის მიზანი
შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს: ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული, კონკრეტული, პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად; ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარების, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირების ან/და გამოყენების დემონსტრირების გზით. კვლევა უნდა იყოს ექსპერიმენტულ განვითარებაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებაზე, კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირებული. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭკვიანი სპეციალიზაციის გაძლიერებასა და მეცნიერების ეფექტიან ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ფარგლებში ფინანსდება 3 ტიპის გამოყენებითი კვლევები:
ა) კონცეფციის დამტკიცება − მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციის (გამოცდის) გზით;
ბ) პილოტირება - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის ვალიდაცია რეალურ/ ინდუსტრიულ გარემოში გამოცდის/ტესტირების გზით;
გ) დანერგვითი კვლევები - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო/ინდუსტრიულ გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად.
კონკურსის ძირითადი პირობები
პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 24 თვე;
- კონცეფციის დამტკიცებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 90 000 ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტისათვის – 180 000 ლარს. ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5%-ის თანადაფინანსება;
- პილოტირებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტისათვის – 240 000 ლარს. ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 15%-ის თანადაფინასნება;
- დანერგვითი კვლევისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 180 000 ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტებისათვის − 360 000 ლარს. ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 25%-ის თანადაფინანსება.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 წლის 12 თებერვლიდან - 19 მარტის 16:00 საათამდე
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები:
19 თებერვალი, 15:00 საათი - შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს
10 მარტი, 15:00 საათი - შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს
- შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა- 2025 წლის 6 მარტის 18:00 საათამდე
- ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 7 აპრილის 18:00 საათამდე
- რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2025 წლის აპრილი-მაისი
- შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2025 წლის აპრილი-მაისი
პროექტების შეფასება მიმდინარეობს ორ ეტაპად:
- ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასება – 2025 წლის მაისი (კონკურსში მონაწილეთა ზეპირი მოხსენებების/პრეზენტაციების განრიგი პროექტების ხელმძღვანელებს ეცნობებათ მინიმუმ 3 დღით ადრე)
- სამეცნიერო შეფასება დამოუკიდებელი ექსეპერტიების /ექსპერტთა ჯგუფის მიერ - 2025 წლის მაისი-ნოემბერი
- დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის ნოემბერი-დეკემბერი
- საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 2025 წლის დეკემბერი
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილება;
- ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 12 თებერვლის № 9 ბრძანება
-
ცვლილება სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 12 თებერვლის № 9 ბრძანებაში- იხილეთ ბრძანება N23
-
ცვლილება რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 12 თებერვლის №09 ბრძანებაში - იხილეთ ბრძანება N 68
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი;
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი;
- შეფასების კრიტერიუმები;
- დაფინანსების წესი.
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
- პირობები - დანართი 1;
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში;
- საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG);
- პროფესიული ბიოგრაფია - CV - დანართი 4, ივსება GMUS-ში;
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5, ივსება GMUS-ში;
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6, ივსება GMUS-ში;
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 7 (GEO/ENG);
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 8, გენერირდება GMUS-ში;
- ხშირად დასმული კითხვები
- საკონსულტაციო პრეზენტაცია.
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
- ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე ar@rustaveli.org.ge.
კოორდინატორები:
ნინო აბუსელიძე - პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4016)
ანა ფოლოდაშვილი - პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4018)
იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: ar@rustaveli.org.ge.
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!