შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა CS

 

კონკურსის მიზანი

კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა. 

საპროექტო განაცხადი ტიპი                 ინსტიტუციური 

 

კონკურსის ადმინისტრირება 

2021 წლის 10 მარტი - 8 აპრილი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2021 წლის 21 აპრილი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

აპრილი-მაისი  ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ივნისი  პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

ივლისი-აგვისტო გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

15 მარტი, 22 მარტი – 16:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში ;

31 მარტი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №172/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 22 თებერვლის N13 ბრძანება
  • დაფინანსების წესი

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

 

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

დამხმარე მასალები

კონკურსის პრეზენტაცია

ხშირად დასმული შეკითხვები

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით cs@rustaveli.org.ge 31/03/2021-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ეკატერინე მიქაუტაძე - პროგრამული საკითხები -  591017610 (დარეკეთ მხოლოდ 11:00 – 18:00 საათებში)

სალომე თეზელაშვილი - პროგრამული საკითხები -  2 200 220 (4433) (დარეკეთ მხოლოდ 11:00 – 18:00 საათებში)

კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში - თამარ პატარკაციშვილი

 

საკონტაქტო ინფორმაცია: cs@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!