ფონდი აცხადებს სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2023 წლის კონკურსს!
კონკურსის სახელწოდება:
სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა: RIM
კონკურსი მიზანი:
კონკურსის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით, სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები:
დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს) მათ შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისათვის.
იხილეთ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სია.
კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია 6 ლოტში, ესენია:
I ლოტი – განსაკუთრებულად პრიორიტეტული კვლევებისათვის საჭირო დანადგარები, აპარატურა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და მათი ცალკეული ნაწილები (150,000.00 და მეტი ლარის ღირებულების);
II ლოტი – ძვირადღირებული სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა (100,000.00-დან 149,999.00-მდე ლარის ღირებულების);
III ლოტი – სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის შევსება, უცხოური ელექტრონული ლიტერატურის ბაზებზე წვდომა (მაქსიმუმ 99,999.00 ლარის ღირებულებს);
IV ლოტი – რეაქტივები, რეაგენტები, ლაბორატორიული და საექსპერიმენტო სახარჯი მასალები (არაუმეტეს 25,000.00 ლარის ღირებულების);
V ლოტი – კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა, საბიბლიოთეკო ქსელისათვის საჭირო ელექტრონული ბაზები, სკანერები, ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა, სხვა კომპიუტერული აპარატურა და აქსესუარები (არაუმეტეს 15,000.00 ლარის ღირებულების);
VI ლოტი – ლიტერატურის შეძენა, თარგმნა, საავტორო უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს 10,000.00 ლარის ღირებულების).
პროექტების შეფასება:
პროექტების შეფასება განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა:
9 თებერვალი, 16:00 სთ - შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე:
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია: 2023 წლის 31 იანვრიდან 20 თებერვლის 16:00 საათამდე.
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა: 2023 წლის 24 თებერვლის 16:00 საათამდე.
საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზა: 2023 წლის მარტი
პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ: 2023 წლის I - II კვარტალი
კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის II კვარტალი
ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება: 2023 წლის II კვარტალი
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2022 წლის 29 დეკემბრის № 1675911 ბრძანებით დამტკიცებული„სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის“ მე-3 ქვეპროგრამა.
ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 31 იანვრის № 8 ბრძანება.
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები:
კონკურსის პირობები - დანართი 1.
კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას.
საპროექტო წინადადება - დანართი 3.
პროექტის ბიუჯეტი - ნიმუში, დანართი 4 - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას.
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 5, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
კონკურსის კოორდინატორები:
(დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)
- მარიამ ბეციაშვილი +(995 32) 2 200 220 (4301)
- დავით ჩიჩუა +(995 32) 2 200 220 (4402);
- ნინო აბუსელიძე +(995 32) 2 200 220 (4016); 568 72 24 11
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!