შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ 2019 წლის კონკურსს (YSS)

კონკურსის სახელწოდება

ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ 2019 წლის კონკურსი

კონკურსის მიზანი

მეცნიერების პოპულარიზაციისათვის  ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც    ეწევიან სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში.

საკონკურსო განაცხადის ტიპი  ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მეცნიერს.

 კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი  ითვალისწინებს  სახელობით სტიპენდიების კატეგორიებს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

 

ა) ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

ბ) ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია  ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებების მიმართულებით;

გ) ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის       მეცნიერებების მიმართულებით;

დ) დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით;

ე) დიმიტრი უზნაძის  სახელობის სტიპენდია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

ვ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;

ზ) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია  საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით;

 კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1250 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში და იღებს ვალდებულებას  1 წლის განმავლობაში ჩაატაროს 4 სამეცნიერო პოპულარული ლექცია (2 თბილისის და 2 საქართველოს რეგიონებში) ზოგადსაგანამათლებო საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის.

კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერი ასევე ვალდებულია პროექტის დასრულებისას,  სამეცნიერო კვლევითი მიღწევების შესახებ საპოსტერო მოხსენებით წარსდგეს ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

 

კონკურსის ადმინისტრირების ეტაპები:

04 ივნისი -კონკურსის გამოცხადება

14  ივნისი 14:00 სთ. -ჯგუფური კონსულტაცია; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მ.ალექსიძის ქ.№1, მე-3 სართული)

17ივლისი 16:00 სთ. -ჯგუფური კონსულტაცია; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მ.ალექსიძის ქ.№1, მე-3 სართული)

04 ივნისიდან  19 აგვისტოს 16:00 სთ-მდე -საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

21 აგვისტოს 16:00 სთ-მდეფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების წარდგენის ბოლო ვადა.  

,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ამა წლის 16 სექტემბერს.

კონკურსზე რეგისტრირებული საკონკურსო განაცხადების კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტი

ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის  № 66  ბრძანება

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში

 

საკონკურსო განაცხადისთვის მომზადებისთვის საჭირო მასალები:

  • კონკურსის წესი - დანართი1
  • განცხადება ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის შესახებ დანართი 2 (გენერირდება GMUS-ში, პროექტის გადმოგზავნის შემდეგ)
  • განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია (CVქართულ და ინგლისურ ენებზე) (დანართი 3)
  • განმცხადებლის სამოტივაციო წერილი დარგში ბოლო 5 წლის პერიოდში სამეცნიერო მიღწევების მითითებით-დანართი 4
  • ახალგაზრდა მეცნიერის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვები

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - საკონკურსო განაცხადების  რეგისტრაციისათვის (ბმული)

 ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

კონკურსის კოორდინატორები:

მაკა ქაჯაია

2 200 220 (4409)

kajaia@rustaveli.org.ge

ქეთევან გორგაძე

kgorgadze@rustaveli.org.ge