შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ერთობლივი საგრანტო კონკურსი

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ერთობლივ საგრანტო კონკურსს.

 

კონკურსის სახელწოდება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ერთობლივი საგრანტო კონკურსი.

 

კონკურსის აბრევიატურა:  ( SRNSFG -  HESC RA)

 

კონკურსის მიზანი :

ა) მეცნიერების სფეროში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;

 

საპროექტო განაცხადის ტიპი :   ერთობლივი

 

კონკურსის ადმინისტრირება:

 

კონკურსის ადმინისტრირების ძირითადი ეტაპებია:

ა)  კონკურსის გამოცხადება:

ბ)  პროექტის წარდგენა ფონდის ელექტრონულ ბაზაში  ( ქართულ და ინგლისურ ენებზე);

     11 სექტემბერი - 15 ოქტომბერი 17:00 საათამდე

გ) ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;

    16 ოქტომბერი - 22 ოქტომბერი 17:00 საათამდე

დ) პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პროგრამასა და პირობებთან;

ე) პროექტების შეფასება კომისიის მიერ და  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ წარდგენილი საუკეთესო პროექტების გამოვლენა;

ვ) ფონდისა და SC შეთანხმების საფუძველზე შერჩეული დასაფინასებელი პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ;

ზ)  საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
ბ)ფონდსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი ქართული/ინგლისური
გ) ფონდის გენერალური დირექტორის 10 სექტემბრის N133 ბრძანება

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

ა) კონკურსის პირობები ( დანართი 1)

ბ) კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ ( დანართი 2, GMUS -ში პროექტის რეგისტრაციის დროს);

გ) პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე ( დანართი 3, იტვირთება GMUS - ში PDF დოკუმენტის სახით);

დ) საპროექტო წინანდადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, (დანართი  4, იტვირთება  GMUS - ში PDF დოკუმენტის სახით);

ე) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი  5, ივსება  GMUS-ში );

ვ) პროექტის  ბიუჯეტი (დანართი  6, ივსება   GMUS-ში );

ზ) პროექტის მონაწილეების პროფესიული ბიოგრაფია  - CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (იტვირთება GMUS პროფილიდან ) (დანართი 7);

თ) ცნობა თანადაფინასების შესახებ  ქართული/ ინგლისური ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) – იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით  (დანართი 8)

კ)  ბიუჯეტის კლასიფიკატორი. (დანართი 9)

ლ) საპროექტო განცხადების ფორმა. გენერირდება GMUS-ში.  (დანართი 10)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა -პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია ბმული

 

ჯგუფური ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა:  შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში, Teams პლატფორმის საშუალებით, მიმდინარე წლის  19 და 26 სექტემბერს 11:00 საათზე - დასასწრებად გადადით ბმულზე

 

კოორდინატორები:

რუსუდან ჯობავა

ტელ: 595 041 042

 jobava@rustaveli.org.ge

 

თუთა შენგელია

ტელ: 579 29 79 79

Shengelia@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!