უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი
კონკურსის მიზანი: საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართველოლოგიის ტრადიციული მიმართულებების, ასევე თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. საქართვლოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრების და აკადემიური პროგრამები დაფინანსება დასავლეთის აღიარებულ, საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებში, რაც წაახალისებს საქართველოს და ზოგადად რეგიონის შემსწავლელი კვლევების განხორციელებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და უცხოელ მკვლევართა თანამონაწილეობით. აღნიშნული ცენტრებისა და პროგრამების საშუალებით საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა მკვლევარების მოზიდვის წახალისება, მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, დამწერლობის, კულტურის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიისა, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაცისს თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში კონფერენციებსა და სემინარების მეშვეობით, საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევით კონსორციუმების ჩამოყალიბება, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო მდგრადი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
სამიზნე ჯგუფი: საქართველოს მოქალაქე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტებში ან დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრებში მოღვაწე მეცნიერები.
ხანგრძლივობა: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის პირობებით საგრანტო პროექტის ხანგრძლივობაა 12 თვე.
დაფინანსებული პროექტები: