იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოება (JSPS)
იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოება (JSPS) დაარსდა 1932 წელს საიმპერატორო ფონდის დახმარებით. 80 წელზე მეტია JSPS ინიცირებას უწევს და ახორციელებს მეცნიერების განვითარების პროგრამათა ფართო სპექტრს. 2013 წელს იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოებამ დასახა საშუალოვადიანი ამოცანები, რომელთა შორისაც მოიაზრება ძლიერი სართაშორისო ქსელის განვითარება.
საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი პროგრამაა ,,ღია პარტნიორობის ერთობლივი კვლევითი პროექტები / სემინარები“ (Open Partnership Joint Research Projects/Seminars), რომელიც შესაძლებლობას აძლევს იაპონელ მკვლევარებს, უცხოელ მეცნიერებთან ერთად ჩაერთონ და განახორციელონ კვლევით პროექტები / ერთობლივი სემინარში.
როგორ მუშაობს Open Partnership Joint Research Projects/Seminars პროგრამის სქემა?
იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოებაში (JSPS) განაცხადის წარდგენა შეუძლიათ იმ იაპონელ მკვლევარებს, რომელთაც თანამშრომლობა აქვთ უცხოელ პარტნიორებთან (საქართველოს მეცნიერებთან). JSPS განიხილავს ერთობლივ კვლევით პროექტში / სემინარში იაპონელ მეცნიერთა მონაწილეობის დაფინანსების შესაძლებლობას.
ერთობლივი პროექტი (1-2 წელი): 2, 500, 000 იაპონურ იენამდე წელიწადში, თითო პროექტზე
ერთობლივი სემინარი (1 კვირა): 2, 500, 000 იაპონურ იენამდე წელიწადში, თითოეულ სემინარზე
სამეცნიერო მიმართულებები:
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მათ შორის: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ინჟინერია, ბიოლოგია, აგრარული მეცნიერებები, მედიცინა, სტომატოლოგია და ფარმაკოლოგია.
JSPS განაცხადებს იღებს მხოლოდ ელექტორნული სისტემის მეშვეობით. ,,ღია პარტნიორობის ერთობლივი კვლევითი პროექტები / სემინარების“ მომდევნო კონკურსი გამოცხადდება 2017 წელს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბმულზე: http://www.jsps.go.jp/english/e-bilat/index.html