შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (STEM) გრძელვადიანი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა უკრაინის მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრთან (STCU) თანამშრომლობით

კონკურსის მიზანი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების (ბიოტექნოლოგია) სფეროში არსებული, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების გამოვლენის ხელშეწყობა, კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრირება და გრძელვადიანი (5-7 წლიანი) კვლევითი პროექტების დაფინანსება. საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადრება ექცევა მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის სამეცნიერო კვლევების განხორციელებას ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებებით (STEM).  აღნიშნული სამეცნიერო მიმართულებების განვითარება სტრატეგიულ პრიორიტეტებად არის მიჩნეული ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური პროგრესის ხელშეწყობისათვის. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც დარგობრივი, ასევე ინტერ დისციპლინური კვლევითი ჯგუფების დაფინანსება. აქცენტი კეთდება საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევის წარმოებაზე, სამეცნიერო წრის ინტერნაციონალიზაციაზე, ქართველ მეცნიერთა საქართველოში დაბრუნებასა და საერთაშორისო მკვლევარებისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მეცნიერების, მათ შორის ნიჭიერი, წარმატებული მაგისტრანტებისა და დოქტორანტების აქტიური მონაწილეობით საერთაშორისო წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობით მსოფლიო სტანდარტის კვლევებში ჩართულობაზე.

კონკურსის სამიზნე ჯგუფები: უცხოეთის უნივერსიტეტებში, სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებში, დამოუკიდებელ კვლევითი ცენტრებში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.  კონკურსის პირობებით და მტცუ-ს პოლიტიკის თანახმად წარმოდგენილი კვლევითი პროექტის ძირითადი პერსონალის არანაკლებ 50% უნდა შეადგენდნენ   ე.წ. „მეიარაღე“ მეცნიერები.  

ხანგრძლივობა: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს (მტცუ) შორის შეთანხმებული საგრანტო კონკურსის პირობებით კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 12, 24 ან 36 თვეს.

კონკურსის კოორდინატორები: ხ. ანანიშვილი