შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორის, მაკა ჯიშკარიანის სამეცნიერო ნაშრომი ,,საქართველოს წრიულ ეკონომიკაზე მოქმედი ენერგეტიკული და ეკონომიკური ფაქტორები’’ SPRINGER - ში გამოქვეყნდა

 

  • წიგნის სახელწოდებაა ,,წრიული ეკონომიკა: გლობალური პერსპექტივის უახლესი ტენდენციები/Circular Economy: Recent Trends in Global Perspective’’.
  • შედგება 17 თავისგან, სადაც წარმოდგენილია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების წრიული ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციები.
  • წიგნის მე-11 თავის სახელწოდებაა: საქართველოს წრიულ ეკონომიკაზე მოქმედი ენერგეტიკული და ეკონომიკური ფაქტორები/ Energy and Economic Indicators Influencing Circular Economy in Georgia - ავტორები: მაკა ჯიშკარიანი  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო), სადჰან კუმარ გოში (ჯადავპურის უნივერსიტეტი,   კალკუტა, ინდოეთი) და ხათუნა დიდბარიძე (დამოუკიდებელი  ექსპერტი, თბილისი, საქართველო).
  • ნაშრომში აღნიშნულია, რომ წრიული ეკონომიკის კონცეფცია ეფუძნება რესურსების უფრო მდგრად და ეფექტურ გამოყენებას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვა მჭიდრო კავშირშია ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან.
  • კვლევა მოიცავს ენერგო და ნახშირბადინტენსივობის ეროვნული ინდიკატორების, საკანონმდებლო აქტებისა და სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზს ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის სფეროებში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წრიული ეკონომიკის მოდელის ათვისებასა და ევოლუციაზე.
  • წიგნის რედაქტორი და ნაშრომის თანაავტორია წრიული ეკონომიკის და ნარჩენების მართვის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული ინდოელი პროფესორი სადჰან კუმარ გოში.
  • მაკა ჯიშკარიანის აკადემიური საქმიანობის კონცეპტუალური გეგმა პასუხობს საუნივერსიტეტო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას, როცა  უზრუნველ­ყოფილია საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების მიერ ახალი ცოდნის და პრაქტიკის გაზიარება.
  • სამეცნიერო ნაშრომის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://doi.org/10.1007/978-981-16-0913-8
  • Jishkariani M., Ghosh S.K., Didbaridze K. (2021) Energy and Economic Indicators Influencing Circular Economy in Georgia. In: Ghosh S.K., Ghosh S.K. (eds) Circular Economy: Recent Trends in Global Perspective. Springer, Singapore. https://doi.org/10.1007/978-981-16-0913-8_11