ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ირმა ხაჩიძის შესახებ ჟურნალ „Connect Online“- ში
ირმა ხაჩიძე- ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. მის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობაზე დაიწერა სტატია „Connect Online“ ჟურნალში, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას სამეცნიერო მოღვაწეობისა და მიღწევებს გარშემო. ჟურნალი რეგულარულად აშუქებს მიმდინარე პროექტებსა და მათ სამეცნიერო მნიშვნელობას , რომელიც ევროპაში ჩატარებული აქტუალური კვლევების საქმიანობას ეხმიანება.
ირმა ხაჩიძე არის ევროკავშირის „EaPConnect“ პროექტის EYR@EaP2018-ის პროგრამის გამარჯვებული და ევროკავშირის მიმდინარე პროექტის „NI4OS-Europe“ -ეროვნული ინიციატივები ღია მეცნიერებისათვის ევროპაში- მონაწილე, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის „Horizon 2020“ პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია EEG (თავის ტვინის ელექტრული აქტივობა) მონაცემთა ონლაინ ბაზის „EEGHUB.GE“ https://eeghub.ge/ ინტეგრირება ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელში. „გრენა“-მ (საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია) პორტალს გაუწია ტექნიკური მხარდაჭერა და გამოყო კომპიუტერული რესურსები.
იხილეთ : ბმული 1;