2025 წლის ინფორმატიკის 37-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის პირველადი შედეგები
3-4 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) გაიმართა 2025 წლის ინფორმატიკის 37-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IOI 2025) საქართველოს ნაკრები გუნდის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები.
იხილეთ ინფორმატიკის 37-ე საერთაშორისო ოლიმპიადის პირველი და მეორე შესარჩევი ტურების პირველადი შედეგები.
შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2025 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი, №2